ოქტომბერი - იანვარი 2011
გამოცემა : 22
English
Turkish
French

Anasayfa
შინაარსი
თავფურცელი
CEO-საგან
მოგზაურობათა
თავფურცელის თემა
რისკი და კონტროლი
მუშაობის გეზი
საავიაციო სექტორის
მართვა
„თავ“ ის სამყარო »
პროფესიონალი
ხელებით შექმნილი სასწაული
სამოგზაურო ბარგი
მდგრადი განვითარების
მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი
ტექნოლოგია
დღიური »
აქტიური ცხოვრება »
რეზიუმე

ძვირფასო კოლეგებო,

TAV Airports-ი კვლავაც აგრძელებს აღმასვლას გლობალური მნიშვნელობის მქონე ლიდერი კომპანიის სახელის დასამკვიდრებლად, რასაც ძალზე მცირე ხანში მიაღწია, ხოლო ჩვენ ჩვენი კოლექტიური მუყაითი მუშაობის ნაყოფს ვიმკით. ახლახანს საზეიმო ცერემონიით გავხსენით ჩვენი ახალი აეროპორტი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ის გიგანტური პროექტი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიამაყებთ და ჩვენი ქვეყნისა და კომპანიის ალამს ამაყად ავაფრიალებთ. ჩვენ, TAV-ის ოჯახს, უამრავი შესაძლებლობა გვქონდა ასეთი რამ განგვეცადა ამ 11 წლის განმავლობაში; ყოველ ჯერზე ჩვენ კვლავაც ვაგრძელებდით ამაყად წინსვლას და მომავალში კვლავაც ასე გაგრძელდება. მედინას აეროპორტისათვის გამოცხადებულ ტენდერზე ჩვენ საუკეთესო განაცხადი გავაკეთეთ, რითიც ჩვენს გლობალური მასშტაბის კონკურენტებს შევეტოქეთ. ასევე გაგრძელდება ჩვენი ჭკვიანური წინსვლა და გაფართოება სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, რომლებიც ჩვენს სამიზნე ბაზრად გვესახება და გლობალურ ეკონომიკაში ჩვენი წარმატება ჩვენი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და განსხვავებული კულტურების ერთად წარმატებულად თავმოყრის ჩვენი უნარების წყალობით.

თუკი პირველი მთავარი ფაქტორი, რაც ამ წარმატების უკან იდგა, მუყაითი შრომა იყო, მეორე გახლავთ ჩვენი ინოვაციური უნარები. წარმატება ჩვენთვის მხოლოდ ციფრებზე დამყარებული არ ყოფილა, ჩვენ ყოველთვის მიზნად ვისახავდით ჩვენი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ამ სექტორის ზრდისათვის ჩვენს კონკურენტებთან თანამშრომლობით, მივდევდით რა ჩვენს „თანამშრომლობითი კონკურენციის“ პრინციპს. უპირველს ყოვლისა, მსოფლიოს ერთერთმა პიონერმა კორპორატიული შეფასების კომპანიამ ISS Corporate Services-მა TAV Airports-ი 9.09 ქულით შეაფასა 10-ბალიან შკალაზე. აქედან მოყოლებული, ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით უმაღლეს პოზიციას სტამბულის საფონდო ბირჟის ბაზარზე (ISE), ხოლო ჩვენი მაჩვენებელი ყოვე მომდევნო წელს სულ უფრო იზრდებოდა. მეორე რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დავნერგეთ TAV IT-ის მიერ განვითარებული მობილური აპლიკაციები, რომლებსაც ჩვენი მგზავრები იყენებენ. მათს მსგავსთაგან პირველმა ამ აპლიკაციებმა სულ მალე დაიმკვიდრა თავისი ადგილი Apple Store-ის „ყველაზე პოპულარულთა“ შორის.

ეს ორი მაგალითი ნათლად ადასტურებს ჩვენს ლიდერობას კარგი მართვის, ბიზნეს-ეთიკის, ინოვაციებისა და თანამედროვეობის სფეროებში, რაშინ ჩვენ ჩვენი ბეჯითი შრომის შედეგად გავხდით ასეთი წარმატებული. ეს არის ჩვენი კომპანიის დამახასიათებელი თვისება, რაც ჩვენს წარმატებას მდგრადს ხდის. ჩვენ, TAV-ის ოჯახი, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და შემდგომშიც განვაგრძობთ შრომას იმისთის, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ, ამასთან კი უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ყველას ჩვენს გარშემო, რათა ესტაფეტა უმაღლეს დონეზე გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს.

პატივისცემით,
მ. სანი შენერ
თავ ჯგუფის ჩEO